18:07 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
ციხის საკანი

საქართველომ დააკავა ჰაკერები, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით ათობით ათასი ადამიანი გაძარცვეს

© photo: AFP 2019 / Mike LEYRAL
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (582)
216 0 0

საქართველოში ჰაკერთა ქსელ Goznym-ის ორგანიზატორი დააკავეს ექვს ქვეყანაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, მათ შორის გერმანიასა და აშშ-ში.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ქართულმა პოლიციამ ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად დააკავა კიბერდამნაშავეთა საერთაშორისო ჯგუფის ლიდერი და მისი მთავარი ასისტენტი, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულთა მოქალაქეობას პროკურატურა არ ასახელებს.

WhatsApp-ი გითვალთვალებთ! სასწრაფოდ განაახლეთ პროგრამა >>

როგორც გამოძიებამ დაადგინა, თაღლითები „აავადებდნენ“ კომპიუტერებს ვირუსით Goznym, რომლის წყალობით ეუფლებოდნენ მსხვერპლთა საბანკო მონაცემებს, სხვა ანგარიშებზე რიცხავდნენ თანხებს და შემდეგ ანაღდებდნენ. საერთო ჯამში ბოროტმოქმედთა დანაშაულმა აზარალა 41 ათასი ადამიანი, ხოლო ზარალი 100 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ექვს ქვეყანაში ტარდებოდა – საქართველოში, გერმანიაში, მოლდოვაში, ბულგარეთში, აშშ-ში და უკრაინაში.

„ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული დაზარალებული კომპანიები და  საქართველოში მყოფი ორი პირი. GozNym-ის ქსელის ლიდერის და ორგანიზატორის – ა.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით None), აგრეთვე მისი მთავარი ასისტენტის მ.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით Phantom) მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ა.კ. და მ.კ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იმავე დღეს მათ ბრალდება წარუდგინეს: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის, კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის.

თბილისის სასამართლომ 9 მაისს აღკვეთის ღონისძიებად მათ პატიმრობა შეუფარდა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (582)

მთავარი თემები