01:37 14 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
პოლიცია დამნაშავეს აკავებს

ვაკეში ტექნიკის მაღაზია გატეხეს – დაკავებულია 17 და 18 წლის ორი ახალგაზრდა

CC0 / Pixabay
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (510)
114 0 0

დაკავებულებს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში 18 და 17 წლის ორი ახალგაზრდა დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზიის შუშის კარი ჩაამტვრიეს და სავაჭრო ობიექტში უკანონოდ შეაღწიეს. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა ახალგაზრდები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მაღაზიაში სტენდებზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „გ" და მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (510)

მთავარი თემები