20:13 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
Женщина держит в руках детский надувной шар в виде Человека-паука у храма Светицховели

გლდანში ოთხი წლის „სპაიდერმენი" მერვე სართულიდან გადმოხტა - როგორია ბავშვის მდგომარეობა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (234)
47610

ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ 4 წლის ბიჭმა საყვარელი გმირი განასახიერა.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ოთხი წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც „ადამიანი ობობას" ფორმით  საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოხტა, დამაკმაყოფილებელია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უბედური შემთხვევა გლდანში 8 მაისს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს შემთხვევის დროს „სპაიდერმენის" ფორმა ეცვა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ 4 წლის ბიჭმა საყვარელი გმირი განასახიერა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ჯერ მეზობლის ხეივანზე, შემდეგ კი მიწაზე დაეცა.

ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისში, იაშვილის კლინიკაში სხეულის  მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (234)

მთავარი თემები