05:06 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
მართლმსაჯულება

სასტიკი დანაშაული: რატომ მიუსაჯეს მამაკაცს 9 წელი მობილური ტელეფონის ქურდობისთვის

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (579)
16810

მამაკაცს მობილური ტელეფონი მოპარეს, მან პოლიციას შეატყობინა, რის გამოც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნო და ცხრა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მტკიცებულებების თანახმად, 2018 წლის 3 აგვისტოს გ.ა. უკანონოდ შეიჭრა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ი.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში და მოიპარა მობილური ტელეფონი.

დაზარალებულმა დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. აღნიშნულის გამო გ.ა. შურისძიების მოტივით თავს დაესხა საკუთარ სახლში მყოფ ი.დ.-ს და განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მამაკაცი სოფელ ვაშლოვანიში იმავე დღეს დააკავა. მას ბრალი წარედგინა სსკ-ის ორი მუხლით - „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით" და „ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით".

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი ორივე მუხლით დამნაშავედ ცნო.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (579)

მთავარი თემები