14:24 27 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
პარლამენტის შენობა

პარლამენტის შენობასთან შს მინისტრის წითელღილაკიანი ბიუსტი დადგეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (241)
141 0 0

წელიწადში საქართველოში „კლუბური ნარკოტიკისგან“ გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. თბილისში პარლამენტის შენობასთან დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს - თაბაშირის მონუმენტზე არის ღილაკი, რომელზეც დაჭერისას პოლიტიკოსი ბოდიშს იხდის.

აქცია-პერფორმანსი სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული. მისი მიზანია - იმ დაპირებების შეხსენება, რომელიც შს მინისტრმა ერთი წლის წინ მრავალათასიანი აქციის მონაწილეებს მისცა.

„იდეა იყო, რომ შარშან გაჩნდა ძალიან დიდ პროტესტი, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დაპირება მინისტრისგან... გავიდა ერთი წელი ზუსტად ამ მოვლენებიდან და ეს დაპირებები არ შესრულებულა. შესაბამისად, ამის გასახსენებლად კიდევ ერთხელ დავდგით ეს ბიუსტი, რომელიც ისევე როგორც მინისტრი იხდის ბოდიშებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა.

აქციის კომენტირებისას გიორგი გახარიან განაცხადა, რომ გასული წლის 12 მაისის შემდეგ, როდესაც „კლუბური აქციები“ მიმდინარეობდა, ერთი წლის განმავლობაში „კლუბური“ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის სულ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისი თქმით, შსს და პოლიცია თვითგამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემენ.

„როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტით გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დგას აქ რუსთაველზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

2018 წლის 12 მაისს პარლამენტის შენობის წინ გაიმართა ახალგაზრდების საპროტესტო აქცია, რომლებმაც ნარკომოვაჭრეთა დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციას ღამის კლუბებში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში დასდეს ბრალი. ოპერაციის ჩატარების მიზეზი გახდა ოთხი ახალგაზრდის გარდაცვალება, რომელიც ახალი ნარკოტიკის მოხმარებით იყო გამოწვეული.

მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ბრძოლას ნარკომოვაჭრეებთან, მაგრამ შსს-ს მეთოდები მათთვის მიუღებელია.

აქციაზე სიტუაცია 13 მაისის საღამოს დაიძაბა, როდესაც ნაციონალისტური დაჯგუფების წევრებმა კონტრაქცია გამართეს და პარლამენტთან შეკრებილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. აქციის მონაწილეებს ნაციონალისტური დაჯგუფების მომხრეების თავდასხმისგან პოლიციის კორდონები და წყლის ჭავლის მანქანები იცავდნენ.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილებს ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა. ამის შემდეგ ახალგაზრდული აქციის მონაწილეები დაიშალნენ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (241)

მთავარი თემები