03:37 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
წყალდიდობა კახეთში

კახეთში სტიქია გრძელდება - ადიდებულმა მდინარე სტორმა დამბა დაანგრია

photo: Lagodekhi / FB
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (217)
186 0 0

მეორე დღეა, კახეთში გადაუღებლად წვიმს, რამაც მდინარეების ადიდება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვა გამოიწვია

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ფშაველისა და ლალისყურის დამაკავშირებელ ხიდთან ადიდებულმა მდინარე სტორმა დამბა დაანგრია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამ დროისთვის თელავში ისევ ადიდებულია და კალაპოტი აქვს შეცვლილი მდინარე სტორს, დაზიანებულია სტორი-ჰესი. დამცავი დამბა მოარღვია ჭიჭაკვის ხევმაც.

წყლის ნაკადისგან ხიდის ბურჯის დაზიანებისგან დაცვის მიზნით შემთხვევის  ადგილზე იმყოფებიან საგზაო და მელიორაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები და კახეთის გუბერნატორი.

იგეგმება  მდინარესთან დამცავი ბეტონის ფილების ჩაწყობა.

„მდინარემ ხიდის გვერდით დამბა გადაანგრია, მაგრამ ხიდს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი სპეციალისტები სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის საპროექტო მონახაზებს შეადგენენ და ამავდროულად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები, როგორც თუშეთის გზის მიმართულებით, ასევე დანარჩენ ადგილებზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა.

ასევე, მდინარე სტორმა დააზიანა სოფლების ფშაველის, ლალისყურის და ლეჩურის სასმელი წყლის სათაო ნაგებობა. თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას დღეიდან სპეციალური მანქანებით სასმელი წყლით მოამარაგებს.

მეორე დღეა, კახეთში გადაუღებლად წვიმს, რამაც მდინარეების ადიდება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვა გამოიწვია.

თემები:
უამინდობა საქართველოში (217)

მთავარი თემები