03:43 20 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2434
  • 100 RUB4.3709
  • USD2.9225
მეხანძრეები კახეთში მოსახლეობას წყალდიდობის შემდეგ ეხმარებიან

სტიქია კახეთში: ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზა მეორედ დაიტბორა

© photo : Emergency Management Service / FB
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (192)
124 0 0

მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს  რამდენიმე ობიექტზე ასრულებენ

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. მეხანძრე-მაშველები კახეთში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული  ინფორმაციით, მდინარე ალაზანი ადიდდა და დატბორილია გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ძლიერმა სტიქიამ ყვარელში, მდინარე დურუჯზე არსებული ჯებირები დაანგრია და წყალი ადგილობრივების ნათესებს ანადგურებს.

უწყების ცნობით, ცოცხალი ძალა და სამაშველო ტექნიკა გადანაწილებულია იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და ზოგიერთ შემთხვევაში, მისი მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.

ასევე, დატბორილ ტერიტორიებზე უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზების, ვითარების განმუხტვისა და მთის ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ყველა შესაბამისი სამსახური და მძიმე ტექნიკა.

ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს  რამდენიმე ობიექტზე ასრულებენ. ამასთანავე, პრევენციის მიზნით, ადიდებული მდინარეების მიმდებარედ, მიღებულია უსაფრთხოების ზომები და მიმდინარეობს შექმნილი ვითარების უწყვეტი მონიტორინგი.

თემები:
უამინდობა საქართველოში (192)

მთავარი თემები