ყანდაურაში საზარელი მკვლელობის საქმის მოულოდნელი შემოტრიალება - რა მოხდა კახეთში?

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობისას რამდენიმე სახის იარაღია გამოყენებული, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ საქმეში სხვა ფიგურანტებიც არსებობენ

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტები გაჩნდა - 85 წლის პენსიონრის, ომარ გამყრელიძის შემდეგ დააკავეს მისი შვილიშვილი და მის მეორე ვაჟს ეძებენ, იუწყება პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

ოთხი მოკლული და სამი დაობლებული ბავშვი - კახეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები >>

ომარ გამყრელიძე თავისი ვაჟის, რძლისა და მეზობლად მცხოვრები ორი ნათესავის მკვლელობისა და ასევე თავისი ლოგინად ჩავარდნილი ცილის დაჭრის ბრალდებით 3 მაისს დააკავეს. ქალი რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

პენსიონერს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულს ბრალი წარედგინა  სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით („ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, ორი ან მეტი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა“). ბრალდებულს უვადო ან 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახლა კი გამოძიებამ ახალი დეტალების შესახებ განაცხადა.

„გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა >>

ომარ გამყრელიძის შვილიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
მამაკაცი მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს – რა მოხდა ხაშურში

„ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს – მეორე შვილმა პირველ მაისს, ანუ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე, განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, ამჟამად სხვადასხვა სახის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, 85 წლის მამაკაცის შვილსა და რძალს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ.

ყველა ახალი ამბავი
0