06:39 18 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2980
  • 100 RUB4.6380
  • USD2.9682
საპატრულო პოლიცია

თბილისში 17 წლის ახალგაზრდებმა ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (520)
172 0 0

დაკავებულებს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ორი ახალგაზრდა დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა დააზიანეს და შიგნით შეაღწიეს. ბოროტმოქმედები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მაღაზიის გაქურდვას ცდილობდნენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (520)

მთავარი თემები