თბილისში ავტობუსიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

© Sputnik / Alexander Imedashviliყვითელი ავტობუსი
ყვითელი ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტობუსი მგზავრებით სავსე იყო

 თბილისი, 8 მაისი – Sputnik. თბილისში ავტობუსიდან მგზავრების ევაკუაცია ძლიერი დაკვამლიანების გამო განხორციელდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა 27 ნომერ ავტობუსში გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. ტელეკომპანიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალება მგზავრებით იყო სავსე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, სავარაუდოდ, ძლიერი დაკვამლიანების გამომწვევი მიზეზი ავტობუსში სადენების გადახურება გახდა. 

ავტობუსიდან მგზავრები დაუყოვნებლივ ჩამოიყვანეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, ავტობუსი შემთხვევის ადგილიდან სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე გაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0