00:36 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ისრაელელი სამხედროები

ისრაელში ქართველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

© photo: Sputnik / Isaam Al-Rimavi
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (611)
154 0 0

შაბათს ისრაელსა და პალესტინას შორის ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩომ ქვეყნის სამხრეთში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით  „ცხელი ხაზი" გახსნა.

შაბათს პალესტინასა და ისრაელს შორის ორმხრივმა სროლამ, რომელიც 2014 წლის ზაფხულიდან პალესტინა–ისრაელის სამხედრო დაპირისპირების ყველაზე სისხლიანი და მასშტაბური რაუნდი გახდა, ისრაელის მხრიდან 4 ადამიანი, პალესტინის მხრიდან კი 25 ადამიანი იმსხვერპლა.

„ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით, ღაზის სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში – აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ-შევა, ბეით-კამა, კირიათ-გატი ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად", – ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.

საგანგაშო სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში საჭირო ინფორმაცია განთავსებულია დიპლომატიური უწყების ვებ-გვერდზე.

ისრაელში შექმნილმა ვითარებამ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი „ევროვიზიის" გამართვა ლამის ეჭვქვეშ დააყენა, რომელიც თელ-ავივში მაისის შუა რიცხვებში უნდა გაიმართოს. ამ კვირაში მუსლიმანური სამყარო რამადანის დღესასწაულს აღნიშნავს, ისრაელის მოსახლეობა კი დამოუკიდებლობის 71-ე იუბილეს აღნიშნავს.

ბოლო ცნობებით, შაბათს, დილიდან ისრაელის მხარემ ღაზის სექტორში, საიდანაც 690 რაკეტა გაუშვეს, 350 სამიზნეზე განახორციელა შეტევა. მათგან 240 რაკეტა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა" გაანეიტრალა, 35 კი, პოლიციის ცნობით, დასახლებულ პუნქტებში ჩავარდა.

ამასთან ერთად, ორშაბათს, დილით ისრაელის სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ მოიხსნება ქვეყნის სამხრეთით მოსახლეობისთვის დაწესებული ყველა შეზღუდვა, რომელიც პალესტინელებთან შეტაკების გამო იქნა შემოღებული.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (611)

მთავარი თემები