დაზიანებული სახლები და მოგლეჯილი ხეები – სტიქიამ გურიაში პრობლემები შექმნა

© photo: District Administration of Lanchkhuti / FBქარიშხალი გურიაში
ქარიშხალი გურიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა საქართველოს ენერგოსისტემაშიც.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, რამდენიმე სოფელში სახლები სახურავის გარეშეა დარჩენილი, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ცნობილი გახდა ელექტროსისტემის ავარიის მიზეზი>>

ჩოხატაურის მერის ირაკლი კუჭავას განცხადებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.

ძლიერი სეტყვა თელავში - Sputnik საქართველო
კახეთს სტიქიამ გადაუარა – ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

„გუშინ ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. სოფელ ბუკნარში ხე სახლს დაეცა. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. ჯერ უცნობია მისი ზუსტი ოდენობა. ამ დროისათვის 10-12 შემთხვევაა დაფიქსირებული, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ვაგრძელებთ მათთან შეხვედრებს", – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

გუშინ ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა საქართველოს ენერგოსისტემაშიც. 18:11 საათზე ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი", რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დენის მიწოდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ორ საათში აღდგა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიული გამორთვის მიზეზი ძლიერი ქარი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0