რუსთავში „ზებრაზე" ბავშვიან ქალს მანქანა დაეჯახა

გამოწერა
დედა-შვილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, იუწყება სააგენტო „ინფო რუსთავი".

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში დღეს, დილით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ნისანის" მარკის ავტომობილი „ზებრა“ გადასასვლელზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. ქალი 21 წლის არის, ხოლო ბავშვი – სამი წლის.

საშიშია თუ არა ქვეითად სიარული თბილისში - Sputnik საქართველო
ქაოსი თბილისის გზებზე: ვიდეო მტკიცე ნერვებისთვის

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედამ ფეხი მოიტეხა, შვილს კი არაფერი დაშავებია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედა-შვილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0