21:48 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ეშმაკის ბორბალი

ქუთაისში „ეშმაკის ბორბალზე“ და საბაგიროზე დარჩენილი ადამიანები მაშველებმა გადაარჩინეს

შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1014)
222 0 0

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. 20-მდე არასრულწლოვანი და 5 მოქალაქე ჩამოიყვანეს ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა ატრაქციონიდან და საბაგიროდან, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

თბილისი და ქვეყნის დიდი ნაწილი დენის გარეშე დარჩა: რა მოხდა? >>

მაღალი ძაბვის ვარდნის გამო, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ე.წ. ეშმაკის ბორბალი და საბაგირო გზა გაჩერდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამაშველო ოპერაციაში ქუთაისის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.

თბილისისა და რეგიონებში ენერგომომარაგების შეზღუდვა დღეს ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია.

ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ მუშაობა უკვე აღდგენილია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1014)

მთავარი თემები