01:43 22 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0848
  • 100 RUB4.2905
  • USD2.7676
მოსამართლის ჩაქუჩი

ცოლისა და სიმამრის მკვლელობის მცდელობა: ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Andrey Starostin
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (213)
130 0 0

მამაკაცმა სიმამრის სახლის დაწვა სცადა და ცოლს დანით დაესხა თავს

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. მამაკაცი სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ცოლისა და სიმამრის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდების მხარემ დაამტკიცა, რომ მამაკაცი 2018 წლის 25 აგვისტოს სიმამრს შელაპარაკების დროს სახლის გადაწვით დაემუქრა და ამისთვის ნავთი გამოიყენა. ამის შემდეგ მან ცოლისა და სიმამრის დახოცვა სცადა და მეუღლეს მკერდში დანა ჩაარტყა, სიმამრს კი ორი ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილებმა მეზობლების დახმარებით, რომლებიც ყვირილის ხმაზე მისაშველებლად გამოიქცნენ და ექიმებიც გამოიძახეს, გაქცევა მოახერხეს.

ბრალდებული იმავე დღეს სამტრედიაში დააკავეს და ბრალი წაუყენეს ორი მუხლით - „ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობის მცდელობა“ და „ქონების განადგურების მუქარა“. ბრალდებული სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. სასამართლომ იგი ორივე მუხლით დამნაშავედ ცნო.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (213)

მთავარი თემები