01:43 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
173 0 0

სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, ავტომანქანებისაგან დაცლილ თბილისში, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს დღეს თბილისში, გმირთა მოედანზე - იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა: ქალბატონს მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო მამაკაცს მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

მთავარი თემები