ექს-პრემიერი ციხეში რჩება – რატომ ეთქვა უარი მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე

© photo: Vano Merabishvili / FBვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრემიერი პატიმრობაში 2020 წლის გაზაფხულამდე დარჩება.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე დაყრდნობით.

სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს ოთხი ათასი ევრო გადაუხადა>>>

როგორც ირკვევა, პენიტენციური სამსახურის საბჭომ საკითხი ჯერ კიდევ 11 აპრილს განიხილა. მერაბიშვილი გადაწყვეტილების შესახებ უკვე ინფორმირებულია.

მერაბიშვილი 2013 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დააკავეს. იგი სასჯელს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.

მერაბიშვილმა საპატიმრო 2020 წლის თებერვალში უნდა დატოვოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0