„ატკატი" ათასობით ლარი: „საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით კომპანიის დირექტორს შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან ე.წ. ატკატის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2 440 ლარი", – აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0