00:05 24 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1001
  • 100 RUB4.3239
  • USD2.7756
სამშენებლო სამუშაოები „პანორამა თბილისის“ ფარგლებში

დასახელდა თბილისში მშენებარე სასტუმროდან მუშების გადმოვარდნის მიზეზი

SPUTNIK / LEVAN AVLABRELI
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (228)
79 0 0

„თანაინვესტირების ფონდმა“, რომელიც აფინანსებს მასშტაბურ პროექტს „პანორამა თბილისი“, მშენებლობაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე სასტუმრო Autograph Collection-ის ფასადზე მუშაობის დროს მუშების კალათიდან ჩამოვარდნა სამაგრის მოწყვეტამ გამოიწვია, ნათქვამია „თანაინვესტირების ფონდის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სასტუმრო Autograph Collection-დან სამი მუშა გადმოვარდა: განახლდება თუ არა მშენებლობა >>

სამშაბათს, საღამოს, თავისუფლების მოედანთან სამშენებლო სამუშაოების დროს 10 მეტრის სიმაღლიდან სამი მუშა ჩამოვარდა და დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„სამივე მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე, რამაც გამოიწვია ბაგირის დაჭიმვა და სამაგრის მოწყვეტა“, - ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით სრული პასუხისმგებლობა აკისრია შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

ინციდენტის შედეგად დაშავებულები - გიორგი ლიპარტელიანი, ნოდარ ჩახალიანი და დავით ოჩხიკიძე ისევ საავადმყოფოში რჩებიან. ექიმების თქმით, მათ აღენიშნებათ ქალა-ტვინის ტრავმა, ტვინის შერყევა, მკერდის დახურული ტრავმა და მკერდის რბილი ქსოვილების დაბეჟილობა.

„პაციენტები დღეს გაეწერებიან ბინაზე, ამბულატორიული მკურნალობის გასაგრძელებლად“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

სასტუმრო Autograph Collection-ის 100 მილიონ დოლარად შეფასებული მშენებლობა მიმდინარეობს პროექტ „პანორამა თბილისის" ფარგლებში, რომელიც საბაგიროებით დაკავშირებული ოთხი კომპლექსის აგებას ითვალისწინებს.

პროექტს აფინანსებს „თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (228)

მთავარი თემები