იმერეთში 64 წლის ქალი ჰეროინით დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაპყრობილე
საპყრობილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 64 წლის ქალის პირადი ჩხრეკისას 327 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მეორე დაკავებულს, 51 წლის მამაკაცს კი ორ შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ფხვნილი აღმოაჩნდა.
ბრალდებულებს რვიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0