21:24 18 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0456
  • 100 RUB4.2150
  • USD2.6931
მეხანძრე

ფერმერებს მინდვრებზე ნარჩენების დაწვისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (113)
69 0 0

მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შეუქმნან საფრთხე სოფლებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს მინდორში გასული წლის მოსავლის ნარჩენების დაწვის დროს.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ ნარჩენების დაწვისას საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დასუფთავების დროს.

„ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ტერიტორიის დასუფთავების მიზნით წინა წლის მოსავლის ნარჩენებს წვავენ. ასევე ხშირად მოქალაქეები ვეღარ აკონტროლებენ ვითარებას და ხანძარი მასშტაბურ ტერიტორიებზე ვრცელდება", – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ძლიერი ცეცხლის დროს სახანძრო-სამაშველო ბრიგადების გამოძახება დაგვიანებით ხდება.

ხანძარი სოფელ მშვიდობაურში - დამწვარია 30 ჰექტრამდე ფართობი>>

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რათა ასეთ შემთხვევებში არ შეუქმნან საფრთხეს ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (113)

მთავარი თემები