09:22 27 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2356
  • 100 RUB4.5039
  • USD2.8470
საქართველოს სუს-ის შენობა

სუს–მა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (289)
94 0 0

დაკავებულმა მოქალაქეს ქრთამის სახით 5000 ლარი გამოართვა.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა  ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი გია გ. დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, გია გ. საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში არადეკლარირებული საქონლის მალულად შემოტანაში დაეხმარებოდა. იგი არ დააფიქსირებდა არადეკლარირებულ საქონელს, რომელიც ავტომანქანაში მალულად იქნებოდა განთავსებული.

აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, მან მოქალაქეს ქრთამის სახით ეტაპობრივად 5000 ლარი გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (289)

მთავარი თემები