ესპანეთში საქართველოს 66 მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Marti Fradera / გადასვლა მედიაბანკშიესპანეთის პოლიცია
ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა ძველი სკოლის შენობა დაიკავეს

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესპანეთის ეროვნული პოლიციის თანამშრომლობით ბარსელონაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა -  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით დააკავეს საქართველოს 25 მოქალაქე, ხოლო ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის - საქართველოს 41 მოქალაქე, განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

„ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია სახელწოდებით „მერლინ-ტაკა“, რომელშიც 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ“, - ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.

სპეცოპერაცია განხორციელდა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული.

გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს შერჩეული ობიექტების შესახებ, რის შემდგომაც ორგანიზებულად სჩადიოდნენ ქურდობის ფაქტებს.

ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
ესპანეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე, მათ შორის, ქალი დააკავეს

დაკავებულ საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად ედება ესპანეთის სსკ-ის 237-ე, 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობასა და კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთწლიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები ესპანეთსა და საქართველოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, აცხადებენ უწყებაში.

ყველა ახალი ამბავი
0