11:00 06 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1334
  • 100 RUB4.6010
  • USD3.4399
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
21210

მათ, ვინც მე-13 საუკუნის სამლოცველო დაარბია, ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგომოში დაუდგენელმა პირებმა სომხურ-ქართული სამლოცველო დაარბიეს და ხატები დააზიანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, დარბეული სამლოცველო სოფლის ახალგაზრდებმა გუშინ, დილით ნახეს. დამსხვრეულია წმინდანების ქანდაკებები, დახეული და გადახაზულია ხატები.

მე-13 საუკუნის სამლოცველოს ვანქის ან ჩგნავორის სახელით იცნობენ. აღნიშნულ სამლოცველოში ხულგუმოსა და ბავრას მოსახლობა ლოცულობს.

„დილით, როდესაც ჩვენ მივედით წმინდა ადგილზე, დავინახეთ, რომ ყველაფერი დამტვრეული იყო. ხატები სამლოცველოში ჰქონდათ მიმოფანტული. ეს ჩვენთვის წმინდა ადგილია, ხალხი აქ სალოცავად დადის. დაუდგენელმა პირებმა ჩვენი სიწმინდეები შეურაცხყვეს. არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ", – განაცხადეს ადგილობრივებმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო მუხლით „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება ან განადგურება", რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას  ორ წლამდე ვადით.

 

 

მთავარი თემები