19:43 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში (111)
161 0 0

ეჭვმიტანილთა დაკავება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოხდა.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს შსს-ს კრიმინალურმა პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და ინტერნეტის საშუალებით გასაღების ბრალდებით თბილისში რუსეთის სამი მოქალაქე დააკავა, განაცხადა კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.

ჭელიძის სიტყვებით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ამ ფოტოებს ინტერნეტში აქვეყნებდნენ მათი გასაღების მიზნით.

ეჭვმიტანილთა დაკავება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოხდა.

პოლიციამ ორი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული 187 MDM, დაახლოებით 2,3 კგ ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება და „ბუპრენორფინის" შემცველი სითხე.

დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. მათ 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

2019 წლის 1 იანვრიდან შსს-მ ამოიღო დაახლოებით 2 კგ ჰეროინი, 980 აბი „სუბოტექსი" და „სუბოქსინი", 2,2 ათასი აბი „ექსტაზი“, დაახლოებით 5 კგ ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები, 1,3 კგ-ზე მეტი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

 

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (111)

მთავარი თემები