ხაშურში მამაკაცმა საკუთარი ცოლი დანით დაჭრა

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რატომ დაესხა თავს ქმარი მეუღლეს.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. მამაკაცმა 33 წლის მეუღლეს ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე სილამაზის ერთ-ერთ სალონში მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. ქალი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც მძიმეს.

მამაკაცმა ნაჯახით შვილი მოკლა, ხოლო ცოლი დაჭრა – ტრაგედია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში>>

რა გახდა დანაშაულის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0