რუსთავში არასრულწლოვნებმა ხუთი ავტომობილი გაქურდეს

CC BY 2.0 / Dean Strelau / Cautionდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მხილებულია ორი არასრულწლოვანი

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. რუსთავში არასრულწლოვნებმა ხუთი ავტომობილი დააზიანეს, საიდანაც ხურდა ფული და პირადი ნივთები წაიღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მაღაზიის გატეხილი ვიტრინა  - Sputnik საქართველო
რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

ქურდობის ფაქტები რუსთავის მე-17 მიკრორაიონში გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა ხუთი ავტომობილის მინა ჩაამსხვრიეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მხილებულია ორი არასრულწლოვანი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები

მომხდარზე გამოძიება 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0