თბილისში მეხანძრეებმა ხანძრის ქრობისას დიდი ოდენობით თანხა იპოვეს

გამოწერა
უწყების ცნობით, აღმოჩენილი თანხა სახლის მეპატრონეს დაუბრუნდება

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა დიდი რაოდენობის თანხა აღმოაჩინეს, აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანხა საცხოვრებელი სახლის სხვენში, ზარდახშაში შენახული იპოვეს.

„აღნიშნულის შესახებ მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ნაპოვნი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება

ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვადრატული მეტრი ფართობი. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0