სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკული საშუალება და უკანონო იარაღი ამოიღეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში 33 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ დედა და ორი ვაჟი დააკავა - ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი" და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 236-ე მუხლის მესამე და 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0