09:42 20 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
სამხედრო პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

ანგარიშსწორება ახალწვეულებზე - საქართველოს სამხედრო პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა

© photo: Courtesy of Ministry Of Defence Of Georgia
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (27)
145 0 0

დაკავებულ ახალწვეულებს, რომლებიც „კრწანისის" სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ, ბრალდებას მალე წაუყენებენ

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში სამხედრო მოსამსახურე ქაზიმ გახრამანოვზე ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვის საქმეზე ორი სამხედრო მოსამსახურე დააკავა.

ინციდენტი 9 მარტს მოხდა. როგორც უფრო ადრე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბაზერაშვილმა განაცხადა, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა ლ.გ.-მ და ა.მ.-მ წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, რათა შემდგომ მათი კუთვნილი თანხები მიეთვისებინათ.

„დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე... საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში" სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბრალდებულებს მალე წაუყენებენ ბრალს, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

თავდაცვის სამინისტრომ კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე განცხადება გააკეთა>>

გარდა ამისა, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა სასწავლო ცენტრის სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელობას. ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, ინციდენტის მოწმე იყო სერჟანტი, რომელმაც სამხედრო მოსამსახურეები არ გააშველა.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (27)

მთავარი თემები