22:17 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ექსპერტები

საქართველოში ურანის გაყიდვას 2,8 მილიონ დოლარად ცდილობდნენ

photo: courtesy of State Security Service of Georgia
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
151 0 0

დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური მასალის გაყიდვის მცდელობის ფაქტზე ქობულეთში ორი პირის დაკავების საქმის დეტალები გამოაქვეყნა

„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა ურანის გასხვისებას 2 800 ათას დოლარად აპირებდნენ", – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებულებს აღმოაჩნდათ 40,19 გრამი რადიოაქტიური იზოტოპი „ურან-238".

„ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის", – ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების (სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი) ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო იძიებს.

 

მთავარი თემები