სირიაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

© photo: Sputnik / Mikhail Alaeddin / გადასვლა მედიაბანკშისირიის არმია
სირიის არმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამირან ბორჩაშვილი სირიაში 2015 წელს წავიდა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრი, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სოფელ დუმასტურში მცხოვრები ბორჩაშვილი სირიაში 2015 წელს თანასოფლელ ასლანბეკ ბორჩაშვილთან ერთად წავიდა. ასლანბეკი 2016 წელს დაიღუპა.

2012 წლიდან სირიასა და ერაყში საქართველოდან წასული 33 ადამიანი დაიღუპა. მათგან ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი იყო. თავის დროზე შეერთებულმა შტატებმა 5 მილიონი დოლარი დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბათირაშვილის კვალზე გაიყვანდა. ბათირაშვილი 2016 წლის ივლისის დასაწყისში დაიღუპა ერაყში ბრძოლების დროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0