14:54 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
ხანძარი

თბილისში შემოსავლების სამსახურის შენობაში ხანძარია

© photo: Emergency Management Service / FB
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
171 0 0

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, შენობიდან ადამიანების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას რვა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს, ნათქვამია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში სახლი იწვის: მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ>>>

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გულუას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შენობაში გაჩნდა. შენობის აივანზე ცეცხლი ხის მასალას და პლასტმასს გაუჩნდა.

Пожар в здании налоговой службы
ხანძარი შემოსავლების სამსახურის შენობაში

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 60 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა. საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მეხანძრეები ცეცხლის სრულად ჩაქრობას ცდილობენ.

 

მთავარი თემები