სირიაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკში"ისლამური სახელმწიფოს" დროშა
ისლამური სახელმწიფოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსლან ტოხოსაშვილი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, თუმცა ოჯახმა მომხდარის შესახებ მხოლოდ ახლახან შეიტყო.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრი, 35 წლის რუსლან ტოხოსაშვილი დაიღუპა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა დაიღუპა>>>

ტოხოსაშვილი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, თუმცა ოჯახმა მომხდარის შესახებ მხოლოდ ახლახან შეიტყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

სოფელ ომალოს მკვიდრი ტოხოსაშვილი სირიაში 2014 წელს ჩავიდა და ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა.

2012 წლიდან სირიასა და ერაყში საქართველოდან წასული 33 ადამიანი დაიღუპა. მათგან ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი იყო. თავის დროზე შეერთებულმა შტატებმა 5 მილიონი დოლარი დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბათირაშვილის კვალზე გაიყვანდა. ბათირაშვილი 2016 წლის ივლისის დასაწყისში დაიღუპა ერაყში ბრძოლების დროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0