23:31 14 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
სასამართლო დარბაზი

სმიტების ოჯახის მკვლელობა – საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავენ

© photo: Supreme Court of Georgia / FB
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სმიტების ოჯახის მკვლელობა (16)
188 0 0

მწყემსი მალხაზ კობაურის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სმიტების ოჯახი არ მოუკლავს.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები მწყემს მალხაზ კობაურის საქმის განხილვას შეუდგნენ, რომელსაც ბრალი ედება ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სმიტების ოჯახის მკვლელობის ქრონოლოგია – პროკურატურამ ახალი დეტალები გამოაქვეყნა>>>

2018 წლის ივლისის დასაწყისში ხადას ხეობაში რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა და მათი 4 წლის ბავშვი მოკლული იპოვეს. მკვლელობაში 19 წლის კობაურს ედება ბრალი, რომელიც სმიტების ოჯახს გიდობას უწევდა. ნაფიცი მსაჯულები თავად ბრალდებულმა მოითხოვა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ადრე გავრცელებული ინფორმაცით, სხდომას აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„პროკურატურას არასაკმარისი მტკიცებულებები აქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის დანაშაულს არ აღიარებს“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

თავის მხრივ, პროკურორი ზაზა დათუკიშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლოში კობაურის ბრალეულობის დამტკიცებას შეძლებს.

„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ არაერთ მტკიცებულებას წარმოვადგენთ და მათი ერთობლიობა დაადასტურებს, რომ დანაშაული ნამდვილად მალხაზ კობაურმა ჩაიდინა“, – განაცხადა დათუკიშვილმა.

თუ პროკურორი კობაურის ბრალეულობის დამტკიცებას შეძლებს, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.

ნაფიც მსაჯულებს მოუწევთ დაახლოებით ასი მოწმის მოსმენა და სხვადასხვა მტკიცებულებების გაცნობა.

თუ ერთი თვის განმავლობაში სასამართლო განაჩენს ვერ გამოიტანს, კობაურის პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური, ანუ ცხრათვიანი ვადა ამოიწურება და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მისი გათავისუფლება გახდება აუცილებელი.

დანაშაულის ისტორია

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 4 ივლისს კობაური ხადას ხეობაში რაიან და ლორა სმიტებს და მათ ოთხი წლის შვილს შეხვდა, რომლებიც ხეობაში ტურისტებად იმყოფებოდნენ. მწყემსმა ლორა სმიტის გაუპატიურება გადაწყვიტა, მისი მეუღლე და ბავშვი ხეობის სიღრმეში შეიტყუა და მოულოდნელად რაიან სმიტს ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ კი თავში. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მოგვიანებით კობაურმა მიბჯენით თავში ესროლა ოთხი წლის ბავშვსაც. რაიან სმიტის ცხედარი კობაურმა ახლოს მდებარე მდინარეში ჩააგდო, ხოლო ბავშვი თოვლის ქვეშ, დანაშაულის ადგილთან ახლოს, რამდენიმე მეტრში დამალა. შემდეგ მწყემსი ლორა სმიტთან დაბრუნდა, ანგარიშსწორების მუქარით გააუპატიურა, შემდეგ დაახრჩო მდინარეში და იქვე დატოვა მისი ცხედარი, იუწყება პროკურატურა.

სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სანადირო თოფის ლულაზე, რომლითაც მწყემსმა ამერიკელების ოჯახი დახოცა, აღმოჩენილია 4 წლის ბავშვის გენეტიკური მასალა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გასროლა მიბჯენით მოხდა.

გარდა ამისა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ საფანტის ფრაგმენტები, რომლებიც მოკლულების ცხედრებიდან ამოიღეს, იმავე ტიპის იარაღს ეკუთვნის, რომელიც მწყემსს ჰქონდა. თავად იარაღი გამომძიებლებმა მწყემსების დროებითი საცხოვრებლიდან 30 მეტრში, საწვიმარში გახვეული აღმოაჩინეს.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გაუპატიურების მუხლით.

აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.

თემები:
სმიტების ოჯახის მკვლელობა (16)

მთავარი თემები