12:36 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
230 0 0

წინააღმდეგობის მიუხედავად, მსროლელი პოლიციამ დააკავა

 თბილისი, 4 მარტი - Sputnik. მთაწმინდაზე, ვეძინის ქუჩაზე მამაკაცმა დაკავების დროს პოლიციელების მისამართით ცეცხლი გახსნა, იუწყება Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

უწყების მონაცემებით, პოლიციელები ცხელ კვალზე აკავებდნენ მამაკაცს, რომელიც ამავე რაიონში მომხდარ ყაჩაღური თავდასხმის საქმეში ფიგურირებდა.

შსს-ს ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციელებმა ბრალდებულის დაკავება მაინც მოახერხეს.

კონკრეტულად რომელ ყაჩაღურ თავდასხმაში ფიგურირებს დაკავებული, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 179 მუხლით (ყაჩაღობა), რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები