სისხლიანი გარჩევა სკოლაში – დაჭრილია ერთი მოზარდი

© photo: Sputnikპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. კასპის რაიონში სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული კამათი სისხლიანი გარჩევით დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ინცინდენტი ორი დღის წინ სკოლაში, სასწავლო პროცესის დაწყებამდე მოხდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
თბილისში უფროსკლასელმა გოგონამ თვითმკვლელობა სცადა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი მოზარდი კლინიკაში მოათავსეს.

დაშავებული მოზარდი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და ამ დროისთვის ის სახლში იმყოფება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს ერთი მოზარდი, რომელსაც ბრალი დღეს წარედგინა. ახლახან ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მიიღო.

მოზარდს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი დაიცავს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0