05:43 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (920)
92 0 0

სამართალდამცველებმა მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიმალვას აპირებდა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, გვიან ღამით, ლისის ტბის დასახლებაში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში მდებარე საცავიდან სხვადასხვა სახის სამშენებლო ხელსაწყო და აპარატურა მოიპარა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა 52 წლის მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიმალვას აპირებდა.

პოლიციამ მოპარული ნივთები ავტომანქანიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (920)

მთავარი თემები