4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დედას ბრალი დაუმძიმდა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაკანი
საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ დაადგინა, რომ დედა ბავშვზე სისტემატურად ძალადობდა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. პროკურატურამ თბილისში იანვრის ბოლოს გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედას ლეილა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქსოვრელი შვილის გარდაცვალების დღეს, 22 თებერვალს დააპატიმრეს. მიზეზი შემაკავებელი ორდერის დარღვევა გახდა – ქალს შვილთან მიახლოება ჰქონდა აკრძალული მას შემდეგ, რაც იგი 6 იანვარს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.

არასრულწლოვან შვილზე სისტემატური ძალადობისთვის დედას 4 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდეს>>>

დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ბავშვი, სავარაუდოდ, სახეზე ძალადობის კვალით, გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით „გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენება, რამაც სიკვდილი გამოიწვია".

ბათუმის საქალაქო სასამართოლო - Sputnik საქართველო
8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ქსოვრელს ასევე ბრალი წარედგინა მუხლით „ოჯახური დანაშაული, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა" და ის სასამართლო განაჩენის გამოტანამდე საპატიმროში მოათავსეს.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმების მიზეზი სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი გახდა.

როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ქსოვრელმა 21-22 თებერვლის პერიოდში საკუთარ ქალიშვილს თავის არეში ბლაგვი საგნით რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც არასრულწლოვანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0