პოლიციამ სასტუმროში ნარკომოვაჭრე დააკავა - დაკავების ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 44 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სამართალდამცველებმა ბრალდებულ ფ.ხ.-ს დროებითი საცხოვრებლის, სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 81 გრამი ჰეროინი და ნარკოტიკული საშუალების ცხრა აბი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და რვიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0