22:06 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
287 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალს ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა „მის საქართველო 2003"-ის ტიტულის მფლობელის ირინა ონაშვილის ბინის გაქურდვის ბრალდებით 45 წლამდე ქალი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ქალბატონი ირინა ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა. მას დაახლოებით 10 ათასი ლარის ღირებულების ძვირფასეულობის ქურდობა ედება ბრალად.

ონაშვილის თქმით, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა სამართალდამცველ ორგანოებს გვიან მიმართა. ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალს ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები