შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

გამოწერა
ბრალდებულს სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 55 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ველოსიპედი - Sputnik საქართველო
ამანათი იტალიიდან: გამოგზავნილ ველოსიპედში დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოჩნდა

უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ნარკოტიკული საშუალება  „სუბოქსინის" 13 აბი ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის  „ა" და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის  „ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0