ქართველი ფეხბურთელები თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს - სფფ განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხბურთელების სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში გაიმართება.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სასამართლომ ქართული საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის" ხუთი ფეხბურთელი, რომლებიც სპორტული ტანსაცმლის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლო სხდომამდე გაათავისუფლა, განაცხადა ანკარაში საქართველოს კონსულმა კონსტანტინე კოტარიამ.

პოლიციის ავტომობილები ანკარის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელები თურქეთში ტანსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ფეხბურთელებმა 20 თებერვალს ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სპორტული მაღაზია გაქურდეს - მათ ცხრა წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, შარვლები, შორტები და სხვა ნივთები მოიპარეს. მაღაზიის გაქურდვის ფაქტი პერსონალმა დღის ბოლოს აღმოაჩინა და ადგილზე პოლიცია გამოიძახა. გამოძიებამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა, რის შედეგადაც საქართველოს ხუთი მოქალაქე საკურორტო ქალაქ ბელეკის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

„წინასწარი დაკავების იზოლატორში არცერთი მათგანი არ იმყოფება, ფეხბურთელები გუნდთან ერთად არიან", - განაცხადა კოტარიამ.

მისი სიტყვებით, ფეხბურთელების სასამართლო უახლოეს დღეებში გაიმართება. გარდა ამისა, სასამართლოს პირველ სხდომაზე, რომელიც 22 თებერვალს გაიმართა, მაღაზიის მეპატრონემ განაცხადა, რომ ფეხბურთელების წინააღმდეგ სარჩელს არ შეიტანს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ), რომელშიც ნათქვამია, რომ სფფ გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე. ამასთან, იგი კლუბ „ცხინვალის" ადმინისტრაციას მოუწოდებს, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი ზომები მიიღოს.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ "ცხინვალს", აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით“, - აღნიშნული უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი სპორტსმენები ანტალიის მახლობლად, საკურორტო ქალაქ ბელეკში სეზონისწინა შეკრებაზე იმყოფებიან.

ყველა ახალი ამბავი
0