ყაჩაღობის სამი ფაქტი თბილისში: გატაცებულია ფული და... სიგარეტი

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთმა ბრალდებულმა მარკეტიდან, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაახლოებით 400 ლარი და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი გაიტაცა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვარკეთილში ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე 19 წლის ახალგაზრდა დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებული წარსულში უკვე არის ქურდობისთვის ნასამართლევი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მესამე მიკრორაიონში მდებარე მარკეტი დანის მუქარით დააყაჩაღა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა და გატაცებული  500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

ასევე ყაჩაღობის ბრალდებითაა დაკავებული ორი, 25 და 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი — ამჯერად ბელიაშვილის ქუჩაზე ჩადენილი დანაშაულისთვის.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულები თავს დაესხნენ ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს და ერთ-ერთი მათგანის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ორი პისტოლეტი ამოიღო. ცეცხლსასროლ იარაღზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

პოლიციამ ასევე ცხელ კვალზე დააკავა 35 წლის მამაკაცი სანზონაში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით.

ბრალდებულმა მარკეტიდან, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაახლოებით 400 ლარი და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი გაიტაცა.

პოლიციამ პირადი ჩხრეკისას თანხა, სიგარეტები, დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამივე დანაშაულზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0