სექსუალური ძალადობა რვა წლის გოგონას მიმართ - დაკავებულია 29 წლის მამაკაცი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდამნაშავის დაკავება
დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედას ეჭვი გაუჩნდა, რომ მამაკაცი გოგონასთან გარყვნილ ქმედებას ხშირად ჩადიოდა.

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. ბათუმში 8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე უკრაინის 29 წლის მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილეს

დაკავებულს ბათუმში ოჯახური ტიპის სასტუმრო აქვს, სადაც ბავშვის დედა მუშაობს. სწორედ დედამ გაახმაურა აღნიშნული ამბავი 15 თებერვალს.  

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაული მიმდინარე წლის 2 თებერვალს მოხდა. თუმცა გოგონას დედის განცხადებით, ბავშვი ხშირად დაჰყავდა სამსახურში და ეჭვი აქვს, რომ მამაკაცის მხრივ გოგონასთან გარყვნილ ქმედებას მეტჯერ ჰქონდა ადგილი.

„ბავშვმა აღიარა და თქვა, რასაც ვეჭვობდი. ის ბავშვს ეუბნებოდა, რომ არ ეთქვა. მყავდა ფსიქოლოგთან და ჩართულია ყველა მხარე, მიმდინარეობს გამოძიება. ვითხოვ მამაკაცის დასჯას", - აცხადებს გოგონას დედა.

ქალის თქმით, მან ჯერ სამართალდამცველებს, შემდეგ კი სოციალურ სააგენტოსა და სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. დედის მონაყოლი კატეგორიულად უარყო დაკავებულმა, რომელიც პოლიციამ დაკავებამდე გამოკითხვაზე დაიბარა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0