საქართველოდან მამაკაცს თურქეთში გასაყიდად ავტომატი გაჰქონდა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულს ავტომობილში ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად 7 ათასზე მეტი ვაზნა აღმოაჩნდა.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა სარფში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით 53 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ავტომობილი "სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. ავტომანქანის ჩხრეკისას კი ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 7 030 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0