როგორ დავიცვათ ავტომობილის საბურავები: თბილისში ორი პირი დააკავეს – ვიდეოკადრები

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებმა ვაკეში Pontiac Solstice-ის მარკის ავტომობილიდან ოთხივე საბურავი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვაკე-საბურთალოს რაიონში ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 28 წლის ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 8 თებერვალს ბრალდებულებმა გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე მოქალაქე მაია ბიჭიკაშვილის კუთვნილი Pontiac Solstice-ის მარკის ავტომობილიდან ოთხივე საბურავი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოკითხვისას დაკავებულებმა მათ მიერ თბილისში ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარეს. ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0