თბილისში 30 წლის მამაკაცი დედის ცემის ფაქტზე დააკავეს

გამოწერა
ამ დროისთვის ბრალდებულის დედა თავშესაფარშია გადაყვანილი.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 30 წლის დიმა ვალოშვილი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ოჯახური ძალადობა – მარნეულში დედამ შვილი დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დედაზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.

მეზობლების თქმით, კაცი დედას გამუდმებით სცემდა. ბოლო ინციდენტი ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში 10 თებერვალს მოხდა, როდესაც ვალოშვილმა დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დაზარალებული იმავე დღეს თავშესაფარში გადაიყვანეს.

პოლიციამ მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა.

მეზობლების ინფორმაციით, ვალოშვილმა პოლიციელებისგან თავის დაღწევის მიზნით საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი ოთახიდან სარდაფში ჩასასვლელი ამოჭრა, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაქცევა შეძლებოდა. სამართალდამცველებმა ის იმ დროს აიყვანეს, როცა სახლში ხანძარი გაჩნდა.

არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებამდე დიმა ვალოშვილმა შურისძიების მიზნით დედის სახლში ხანძარი გააჩინა. არის თუ არა კავშირი ოჯახურ ძალადობასა და ხანძარს შორის, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0