ქართველ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კვლავ დაარტყა დენმა – ჩიხლაძის რეაქცია

© photo: Irakli Chikhladze / FBირაკლი ჩიხლაძე
ირაკლი ჩიხლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალ ძაბვას ტელეჟურნალისტისთვის ხელი არ შეუშლია, რომ გადაცემის წაყვანა გაეგრძელებინა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ტელეკომპანია Imedi-ს ჟურნალისტს ირაკლი ჩიხლაძეს პირდაპირი ეთერის დროს უკვე მეორედ დაარტყა დენმა.

პირველი შემთხვევა 2018 წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც მას გადაცემა „იმედის კვირა" მიჰყავდა. დენმა ჩიხლაძეს მაშინ დაარტყა, როდესაც ხელები მაგიდას შეახო. ჟურნალისტმა ეს არ შეიმჩნია და გადაცემა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.

ამჯერადაც ჟურნალისტს დენმა ამავე გადაცემის წაყვანის დროს დაარტყა. ჩიხლაძე ესაუბრებოდა გადაცემის სტუმარს, რომელიც აშშ-დან იყო ჩართული. მან ხელები მაგიდაზე დააწყო და ისევ დაარტყა დენმა. და რადგანაც ამის გამოცდილება ჟურნალისტს უკვე ჰქონდა, არც ამჯერად დაიბნა, გაიღიმა და გადაცემა გააგრძელა.

ინციდენტი, რა თქმა უნდა, კამერის ობიექტივში მოხვდა, რადგან გადაცემა პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0