08:19 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
143 0 0

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები დაკავებულების ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა სამტრედიაში  წარსულში ნასამართლევი ორი პირი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის გაქურდვა სცადეს. სახლის პატრონმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩ.დ.-ს და ვ.ს.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნაქურდალი ქანჩების კრებული, მოპარული გადაჭრილი სანადირო თოფი და სხვა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

იმერეთში ასევე, ქურდობის ბრალდებით,  სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ბ.შ. დააკავეს.

უწყების ცნობით,  ბრალდებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, სადაც სხვადასხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარა.

პოლიციამ  ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები